11 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
ავტობანზე მომხდარ ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

12 ადამიანი ემსხვერპლა ავარიას სლოვაკეთში. სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომობილი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა.

შემთხვევა ბრატისლავადან 90 კილომეტრში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სატვირთოს წონა დაშვებულ ნორმას აჭარბებდა, რამაც მეორე ხაზზე გადასვლა და ავტობუსთან შეჯახება გამოიწვია.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები