ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი გახდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დაუშვილმა პოსტზე ირაკლი ლექვინაძე შეცვალა.
მიხეილ დაუშვილი მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან დღემდე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო.
ახალ ბიზნესომბუდსმენს 2017 წლის მაისიდან დეკემბრამდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2016-2017 წლებში ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.
2015-2016 წლებში მიხეილ დაუშვილი მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2015 წლებში კერძო და არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა.
ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.