20 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
ოპოზიციის დამხარებით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ ჩავარდება - სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სიმონ ნოზაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის დამხარებით კანონპროექტი არ ჩავარდება.

"უმრავლესობის შეკრების აზრი პოზიციების შეჯერებაა. მე პირადად ჩემს ნათქვამს არ გადავალ, მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება, ოპოზიციაც მხარს უჭერს. ნებისმიერ შემთხვევაში დახმარება საჭიროა. ამ შემთხვევაში ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" აზრი ერთმანეთს ემთხვევა და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ერთ პოზიციაზე დადგეს ორივე ძალა," - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

დღის ამბები