19 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
ადრეც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გუნდური გადაწყვეტილება მიგვიღია - დანელია პროპორციულ სისტემაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ოთარ დანელიას განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი არ ჩავარდეს.

ოთარ დანელიას  განცხადებით,  ადრეც ყოფილა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოოდ გუნდური გადაწყვეტილება მიუღიათ.

„ერთადერთი მოლოდინი რაც მაქვს, ეს არის, რომ დღეს კენჭს ვუყრით და მხარს დავუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება მიგვიღია. განსხვავებული აზრის გამო გარიცხვა, ზოგადად მიგვაჩნია, რომ არასწორია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ გუნდური გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა დანელიამ.

დღის ამბები