24 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
დაჩი ბერაია არც მანდატის და არც უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა კანონპროექტის ჩავარდნა სურს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას განცხადებით, დიდი იმედი აქვს რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩავარდება.

მისი განმარტებით, ის, უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.

„მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ კანონპროექტი ჩავარდეს. მაქვს განცდა, რომ შეგროვდება საკმარისი რაოდენობის დეპუტატები, რომელთა მეშვეობითაც კანოპროექტი ჩავარდება. მე უმრავლესობას არ დავტოვებ არცერთ ვარიანტში. თუ დატოვებამდე მიდგებოდა საქმე, დავტოვებდი მანდატს და არა უმრავლესობას. თუმცა, დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თავისუფალ კენჭისყრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მსგავსი მოლოდინები, რომ ვინმე მანდატს ან უმრავლესობას დატოვებს, არ უნდა გვქონდეს. ყველა მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება კოლექტიური კენჭისყრა. არავინ არ წავა გუნდურობის წინააღმდეგ, “- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

დღის ამბები