11 დეკემბერი 2019,   22:50
ვრცლად
განსხვავებული აზრის გამო არავინ დაისჯება - მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა რამდენიმე დეპუტატის გადარწმუნება შესძლო

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატებიდან რამდენიმეს გადარწმუნება შესძლო.

მდინარაძის განმარტებით, განსხვავებული აზრის გამო არავინ დაისჯება.

„პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა რამდენიმე დეპუტატის გადარწმუნება, თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ზუსტად არ ვიცი რაოდენობ, ვისი გადარწმუნუნებაც ვერ მოხერხდა და კატეგორიულად დგანან თავიანთ პოზიციაზე.

იყო მწვავე დისკუსია და მწვავე კამათი. არ დავსჯით არავის იმის გამო, რომ განსხვავებული პოზიცია აქვს. დღესვე გუნდი არ უნდა დავშალოთ და რისკებს რომელზეც, ვსაუბრობთ არ უნდა მივცეთ რეალიზება. გუშინ საუბრობდნენ მანდატის დატოვებასა და გუნდის დატოვებაზე, აქედან გამომდინარე დავუშვით თავისუფალი კენჭისყრის საშუალება. პროპორციული სისტემა უნდა გავიდეს. ეს არის ჩემი პოზიცია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები