19 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
ეს არის ხელისუფლების მიტაცება - ირმა ნადირაშვილი

"ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვუყურებდით ჩვეულებრივ სპეკტაკლს, თითქოს ბატონმა ხუნდაძემ, დაჩი ბერაიამ და ირაკლი შიოლაშვილმა გამოაჩინეს თავისუფალი აზროვნების უნარი, აბსურდია," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა კენჭისყრის შემდეგ გააკეთა.

"როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, მან გატეხა დაპირება, რომელიც მისცა საზოგადოებას. დაითვალა და მიხვდა, რომ პროპორციული სისტემით აგებდა არჩევნებს და მე და ჩემი კოლეგები ვთლით, რომ ეს არის ხელისუფლების მიტაცება. ახლა არის დრო, როცა ეს სიტემა არ უნდა შევიდეს ძალაში, ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა და ბიძინა ივანიშვილს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ,"- აღნიშნა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა.

დღის ამბები