11 დეკემბერი 2019,   22:51
ვრცლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები  3 პროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

თალაკვაძის განმარტებით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დეპუტატების ხმები არ ეყო.

"დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3 პროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციული და მაჟორიტარული მექანიზმების გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა," - განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრის შემდეგ.

 

დღის ამბები