20 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აქციის მონაწილეებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. ვაჟა სირაძე აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში  საპატრულო პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს. 

"მოვუწოდებთ ყველას, რომ პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება არის კანონდარღვევა და დაიცვან კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის ზომებს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატებს შენობის დატოვების საშუალებას არ მისცემენ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დღის ამბები