24 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება - კახა კალაძე

თბილისის მერი საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

კახა კალაძის თქმით, უმრავლესობა არ დაიშლება და ის განცხადებები, რაც დეპუტატებმა უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთეს, ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდა.

"არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, ოპონენტებს ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდეთ. არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან გასვლასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებებია. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, იქნება შეხვედრები. მეც არ მოველოდი, პირდაპირ გეტყვი ამ გადაწყვეტილებას, საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა," - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

დღის ამბები