20 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" აწყობს - სულხან სალაძე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაიგეგმა. სალაძის შეფასებით, თუ საუბარი იქნება ვადამდელ არჩევნებზე, ეს ისევ "ქართულ ოცნებას" აწყობს.

"ჰგავს გარკვეულ თამაშს, რომელიც სადღაც დაიგეგმა დიდი ალბათობით. ეს რომ ყოფილიყო 2, 3, 5 დეპუტატი, მაშინ შეიძლებოდა ამას ჰქონოდა რაღაც შიდა დაპირისპირების სახე. ეს პროცესი უფრო ხელოვნურია, ვიდრე რეალურად წინააღმდეგობა იყო მმართველი პარტიის წევრების ნაწილის მხრიდან. ვის აწყობს ეს და ვისი ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მოვლენების განვითარების სცენარს თუ შევხედავთ, მაგალითად, ვადამდელ არჩევნებზე თუ ვისაუბრებთ, თუკი ვინმეს შეიძლება ეს არჩევნები აწყობდეს ქვეყანაში, ეს ისევ მმართველი პარტია,"- განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები