25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
"დღეს სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი" - "ლელო" პროტესტს უერთდება

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას უერთდება - ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი დღეს სწორედ რუსთაველზე გადის და ამიტომ ის მოუწოდებს ყველას, ამ პროტესტს შეუერთდნენ.

"მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

დღეს სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია.

ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად! ლელო დგას ხალხთან ერთად!"- ნათქვამია მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები