23 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული 4 პირიდან 3 გაათავისუფლეს - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია უცნობია

4-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქართველოს 3 მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.  ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი, რომლებიც ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ყარაფილასა და კოდისწყაროს მიმდებარედ დააკავეს და ასევე გრემისხევიდან გატაცებული დავით მიშელაშვილი ამ წუთებში გადაეცათ ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე.

ამ დრომდე უცნობია ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, შესახებ ინფორმაცია.  ის გათავისუფლებულთა შორის არ არის.

დღის ამბები