"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საზოგადოების მოთხოვნაა და თვალთმაქცობის საშუალებას ხელისუფლებას არ მისცემენ.
"აქ ახლა სავაჭრო დახლები გახსნეს. ესენი არიან ისინი, ვინც ხალხი მოატყუა, საზოგადოება მოატყუა, ქართველი ერი მოატყუა და ყველა მოატყუეს და კიდევ მიაჩნიათ თავი დეპუტატებად. თქვენ, ბატონებო, არ ხართ დეპუტატები, თქვენ ერთი სახელი გქვიათ, მაგრამ არ მინდა ტელევიზორში ეს სიტყვა ვიხმარო. ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ამ თვალთმაქცობას ჩვენ მათ არ გავატანინებთ. იმიტომ, რომ კონსტიტუციის ცვლილება ეს ჩვენი აკვიატება კი არ არის, ეს საზოგადოების მოთხოვნაა, რომ არ იყოს ისეთი უქნარა პარლამენტი, არაფრის მაქნისი, კორუფციაში გარეული ხელისუფლება, როგორც ამათ დაამტკიცეს," - აცხადებს გიგლა ბარამიძე.