19 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
მათივე ენაზე გვიწევს მათთან ლაპარაკი, ქუჩიდან გვიწევს კივილი და ჩვენი უფლებების დაცვა - ნანკა კალატოზიშვილი აქციას შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მსახიობები და პოეტები უერთდებიან.

აქციაზე შეკრებილი საზოგადოება მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ და დღეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ.

"მათივე ენაზე გვიწევს მათთან ლაპარაკი, ქუჩიდან გვიწევს კივილი და წივილი და ჩვენი უფლებების დაცვა. ერთადერთი რაღაც იყო, რაც ოთხი დღის განმავლობაში შეასრულეს. პროპორციულ არჩევნებზე დაგვთანხმდნენ, მერე გამოიტანეს საკითხი, რომ ვითომ თვითონაც ამაზე ფიქრობდნენ," - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მისი თქმით არ სჯერა, რომ კანონპროექტი ე.წ. ამბოხებული რამდენიმე მაჟორიტარის გამო ჩავარდა.

დღის ამბები