24 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
აქ მყოფი ყველა ადამიანი ფიქრობს საყოველთაო დაუმორჩილებლობას - ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები მძიმედ განვითარდება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა.  

"ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა. პროცესები განვითარდება ალბათ ძალიან მძიმედ. აქ მყოფი ყველა ადამიანი ფიქრობს საყოველთაო დაუმორჩილებლობას. აქ გვესმის მოწოდებები, იქნება ეს ბლოკირება, პიკეტირება ყველა სახელმწიფო უწყების, მთავრობის, პარლამენტის. სამოქალაქო აქტივისტებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, რიგითმა ქართველებმა აიღეს უკვე თავის თავზე სადავეები ხელში და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები აქტიურად ჩაერთვებიან, იმიტომ რომ აი, აქ უკვე პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე, ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ ვერაფერს და ვერც მივაღწევთ."- აცხადებს ნადირაძე. 

დღის ამბები