25 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
მოლოდინი გვაქვს, რომ ხელისუფლება მზად არის "გავრილოვის ღამე" გაიმეოროს - დავით ქაცარავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას“ წევრებიც შეუერთდნენ. დავით ქაცარავას თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება მზად არის "გავრილოვის ღამე" გაიმეოროს.

ქაცარავას განცხადებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები რუსთაველის გამზირზე დგომას ბოლომდე აპირებენ და მოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.  

"როდესაც ვნახეთ ამ სპექტაკლის შედეგი, გადავწყვიტეთ, ისევე როგორც 20 ივნისს, როდესაც გავრილოვი ვიხილეთ სავარძელში პარლამენტის თავმჯდომარის, მივხვდით, რომ საოკუპაციო ხაზი კვლავ გადის აქ, თბილისში და წამოვედით მთელი შემადგენლობით და მთელი ჩვენი ორგანიზაცია, ბუნებრივია აქ არის. გზაზე დავაფიქსირეთ, რომ ფაქტიურად მთელი პოლიცია, რომელიც წესით უნდა იცავდეს და იდგეს საოკუპაციო ხაზთან, წამოსულია თბილისში. საოკუპაციო ხაზი ახლა არის ცარიელი, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ხელისუფლება მზად არის გავრილოვის ღამე გაიმეოროს, შეიძლება ეს დღევანდელი ღამე იყოს, ან ხვალინდელი. არ ვიცი, მარგამ ის უკვე ამისთვის მზად არის“ - აცხადებს დავით ქაცარავა.  

დღის ამბები