25 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
მინდა ვცხოვრობდე ნორმალურ ქვეყანაში, რომ შემპირდებიან, შეპირებულს არ მომატყუებენ - მამა თომა ყალამბეგაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები მივიდნენ. 

ოქროყანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თომა ყალამბეგაშვილი ამბობს, რომ აქციაზე მისვლით მან საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ისეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, სადაც დანაპირებს უკან არ წაიღებენ.

"მინდა ვცხოვრობდე ნორმალურ ქვეყანაში, სადაც რომ შემპირდებიან, შეპირებულს არ მომატყუებენ, შეასრულებენ. პატარა ბავშვებს ვეუბნებით, ტყუილი არ თქვა... მე ვარ ინდივიდი, საპატრიარქოს აქვს თავისი საშუალებები თავისი პოზიციის გამოხატვის. მე რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება," - ამბობს სასულიერო პირი. 

დღის ამბები