13 დეკემბერი 2019,   06:09
ვრცლად
ოპოზიციის შეხვედრას მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

"ლეიბორისტების" ოფისში მიმდინარე შეხვედრას, რომელიც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმას უკავშირდება, მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები და რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებიც შეუერთდნენ.

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი შოთა დიღმელაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი,"- წერს დიღმელაშვილი.

დღის ამბები