25 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
ივანიშვილმა გადააგდო დასავლეთი, მიდის პროცესების რადიკალიზაციაზე -  ნინო ​გოგუაძე​

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი "გადააგდო". გოგუაძის თქმით ბიძინა ივანიშვილი გამიზნულად მიდის პროცესების რადიკალიზაციაზე, ის თავისავე გუნდში ქმნის ერთმანეთისგან დაპირისპირებულ ჯგუფებს და ორივე მხარეს უმაგრებს ზურგს.


"ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს, მის დაპირებას აზრი არ აქვს. ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, ბიძინა ივანიშვილმა რაც გაითამაშა თავის გუნდში, სწორედ ასე მართავს იგი სახელმწიფოს. იგი თავისივე გუნდში ქმნის ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაპირისპირებულ ჯგუფებს და ორივე მხარეს ზურგს უმაგრებს.  მაჟორიტარების ასეთი საქციელიც მოსალოდნელი იყო.

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროცესი შეეტანა პარლამენტში, მან გამოიტანა ქუჩაში. სამწუხაროა ის, რომ ის გამიზნულად მიდის პროცესების რადიკალიზაციაზე, მან გამიზნულად გადააგდო დასავლეთი და დასავლეთ პარტნიორებთან დაპირისპირება ან დაშორება აწყობს ერთადერთ სახელმწიფოს, ეს არის რუსეთი. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ამის მოთხოვნაც შესაძლებელია, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში, რომელშიც ყველა ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები