24 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ ივანიშვილო" - პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ქუთაისში აქციით გამოეხმაურნენ

"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "35 გავრილოვი"- პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ქუთაისში აქციით გამოეხმაურნენ. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წევრები ცენტრალური მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ  ერთადერთი დაპირებაც არ შეასრულა და მოქალაქეები კვლავ მოატყუა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტყუილს "ქართულ ოცნებას" არ  აპატიებენ.

"მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა, ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ ეს დაპირება არ შესრულებულიყო.  მოვითხოვთ, კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. მათ "გავრილოვის ღამის" შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ, აქციები გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავალთ,"  - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მათი თქმით, მოგვიანებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის, ბიუროსთან გადაინაცვლებენ და მის დღევანდელ ქმედებას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები