19 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

"ყველა ერთის წინააღმდეგ" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ახალგაზრდები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად  პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, უმრავლესობის დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, აპროტესტებენ. 

აქციას უკვე შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების ცნობილი სახეები, მსახიობები, პოეტები და მომღერლები.

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. 

დღის ამბები