ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და რიგითი ბათუმელები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატების დღევანდელ საქციელს სამარცხვინოს უწოდებენ.
მათი თქმით, ხელისუფლებამ კანონპროექტის ჩაგდებით ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილი მმართველობას დაასრულებს.
"საზოგადოება არის შეურაცხყოფილი და ამას არ აპატიებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ერი პროპორციულ არჩევნებს ითხოვს. მოვითხოვთ, რომ ხალხის აზრი იყოს პარლამენტში გატარებული, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ღირსება შელახული ვართ. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ღირსება. გვსურს დემოკრატიული სახელმწიფო, ბიძინა ივანიშვილის გარეშე. დემოკრატიას ბიძინას ხელისუფლების პირობებში ვერ მივაღწევთ. დღეიდან, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო აქციებს, არ გავჩერდებით,"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.