25 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ყველა, მინუს ივანიშვილი - შალვა ნათელაშვილმა კვირას, ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაანონსა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კვირას, 15 საათზე, ოპოზიციის საერთო საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა. ნათელაშვილის შეფასებით, "ივანიშვილის რეჟიმის" ისტორიული, პოლიტიკური და ზნეობრივი ვადა ამოიწურა.

"ამაზე მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ერთიანია - ყველა, მინუს ივანიშვილი. ივანიშვილის პოლიტიკური არსებობის, მისი რეჟიმის ფუნქციონირების, ისტორიული, პოლიტიკური, ზნეობრივი, ყველანაირი ვადა ამოიწურა. მათ საკუთარ თავს თავად გამოუტანეს საკუთარი ხელმოწერით ვერდიქტი, ამიტომ დარჩათ ერთადერთი გზა - რაც შეიძლება მალე გადააბარონ ჩვენს ხალხს ძალაუფლება, რომელიც ურცხვად და ტყუილებით, ძალადობით წაართვეს. ეს ხელახალი ინიცირება მათი დაბნეულობის, ვერაგობის შემდგომი სერიაა. მათი დასაჯერებელი ხომ ხედავთ, რომ არაფერია. ყველაფერი იავარქმნეს და ბოლოს გვითხრეს, რომ თანახმა ვართ, მშვიდობიანად წავიდეთ პროპორციული არჩევნებით, იქნება და ხალხმა გადაწყვიტოსო და ისიც კი შეცვალეს. როგორ შეიძლება ამ გაურკვეველი, გაბურძგნული არსების, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის რამე დაიჯეროს კაცმა.

ოპოზიცია დღეს შეთანხმდა ისტორიულ პარამეტრებზე. მხედველობაში გვაქვს ყველა ოპოზიცია, თუკი ვინმე არსებობს, ყველა არის ერთ გონივრულ აზრზე, რომ ივანიშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე თუ გვექნება, სხვა არანაირი კონსულტაცია მათთან არ შეიძლება.

რაც მთავარია, ქუჩა - ხალხი ქუჩაში. ხალხი გარეთ. კვირას, სამ საათზე, გამოცხადებულია საერთო, დიდი, ოპოზიციური მიტინგი. მთელ საქართველოს ვეპატიჟებით და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს აყროლებული, კორუმპირებული, დიქტატორული, პრორუსული ლეში არ იქნება გატანილი ქვეყნიდან,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები