24 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირების გამო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირების გამო აქციის 4 მონაწილე დააკავეს.

მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი. ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ამ წუთებში,  შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს დილით აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. ისინი შესასვლელ კარებთან იდგნენ და აცხადებდნენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს არ შეუშვებდნენ.

საპროტესტო აქციის მოთხოვნა აჭარის მთავრობის გადადგომაა.

შსს 4 პირის დაკავებას ადასტურებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები