პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, მათი თქმით, მას შემდეგ რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ შეიქმნება ბიუჯეტის დამტკიცების პრობლემა, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების.
"ეს აქციები იქნება ფონი ამ ყველაფრის, სანამ "ქართული ოცნება" ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ბიუჯეტი არის მისაღები, თუ უმრავლესობას დატოვებენ კონსერვატორები და რიგი დეპუტატები, ბიუჯეტი ჩავარდება, შემდეგ დადგება მთავრობის ნდობის საკითხი,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილს კარგ მსახიობს უწოდებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, მისი თქმით, ის თავის პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს რომ ოპოზიციის შეხვედრებში და შემდგომ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს:
"ივანიშვილმა კარგი მსახიობის როლი შეასრულა. ვესწრებოდით ოპოზიციის შეკრებას დღესაც დავესწრებით და მივიღებთ საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას,"- აღნიშნა ჭიჭინაძემ.