24 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
ოქროს სტანდარტი იქნება, კონსტიტუციური ცვლილება და პროპორციული არჩევნები - შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხს არ მისცემს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლებას, პარლამენტთან არსებულ აქციებს პერმამენტული სახე ექნება და საბოლოო ჯამში ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

ნათელაშვილის თქმით ბიძინა ივანიშვილმა კატასტროფის წინაშე მიიყვანა არამარტო ქვეყანა არამედ საკუთარი გუნდი და ხალხიც.

"ოქროს სტანდარტი იქნება კონსტიტუციური ცვლილება და პროპორციული არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად. ამის ვადები არსებობს, თუ მიხვდებიან და რეჟიმის ხელმძღვანელი გაიაზრებს რა კატასტროფის წინაშე მიიყვანა არამარტო ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი და გუნდი. ამ შემთხვევაში მათ აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ თავიანთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და მისცენ ხალხს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები იქნება დაუსრულებელი და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები