28 იანვარი 2020,   22:52
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე - " ჩვენი მთავარი მისიაა, ბიძინა ივანიშვილის ტყუილისგან გავწმინდოთ ეს ქვეყანა"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის დადებული პირობა ურცხვად არ შეასრულა, მისივე თქმით ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა.

"ჩვენ საქმე გვაქვს მატყუარა ბიძინა ივანიშვილთან, მატყუარა ხელისუფლებასთან და მთელი ქვეყანა ცხოვრობს ამასობაში ტყუილში. ჩვენი მთავარი მისიაა, ბიძინა ივანიშვილის ტყუილისგან გავწმინდოთ ეს ქვეყანა. ჩვენს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან აქვს ერთი ნიშანი, რომ პროპორციულ არჩევნების სისტემა დაბრუნდეს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები