19 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ახალგორის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 

ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ახალგორის  სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით  წაუყენა. დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, მან საზღვარი განზრახ გადალახა.

ცნობილი ექიმი უკვე  დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია. ოჯახის წევრების ვარაუდით, ექიმი  ახალგორში იმ ქალბატონის მონახულებას ცდილობდა, რომელიც ჭაში ჩავარდა. სავარაუდოდ ქართველი ექიმი  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სწორედ ამ დროს  დააკავეს.  

დღის ამბები