20 აპრილი 2024,   01:27
ვრცლად
"როგორც კი იქნება გადაცდომა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში" - კალაძე აქციების შესახებ

"ქართული ოცნება" გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელზეც დღეს პარტიის ლიდერებთან ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ისაუბრა - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 

ამასთან, როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი ამბობს, გუშინ დამდგარ შედეგზე საერთაშორისო გამოხმაურება მკაცრი არ ყოფილა.     

დედაქალაქის მერი პარლამენტთან მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს  სრული უფლება აქვთ კანონის ფარგლებში გამოხატონ მოსაზრებები.   

“ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები და მათ აქვთ სრული უფლება კანონის ჩარჩოებში გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. მთავარია, ეს იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი იქნება გადაცდომა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ასევე კანონის ფარგლებში. მწვავე შეფასებებს ვერ ვიტყვი, ჩვენ მწვავე შეფასებები გვახსოვს და გვინახავს ძალიან ბევრი. ეს იყო დაბალანსებული  შეფასებები მათი მხრიდან, სხვანაირს არც მოველოდი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის ელჩის  რჩევები, რომ არსებულ საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელია გარკვეული ცვლილებები, ამაზე პარლამენტი მუშაობს და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა განხორციელდება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებამ  პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი შექმნა, რის გამოც ის კონსულტაციებს გამოსავლის პოვნის მიზნით მართავს. 

 

დღის ამბები