18 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
ივანიშვილმა მოატყუა და გადააგდო არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო პარტნიორები - აკაკი ბობოხიძე

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული საპროტესტო აქციის დაწყებას ელოდებიან. სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია, საიდანაც აქციის წევრებს გამომსვლელები მიმართავენ.

ადგილზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე. ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას აფასებს, სადაც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ინიციატივის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს.

ბობოხიძის თქმით, ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა,  ბიძინა ივანიშვილმა კი ქართველი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა.

"ბიძინა ივანიშვილით, საბედნიეროდ საქართველო არც იწყება და არც დასრულდება. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, ქვეყანას ჰყავს მატყუარა და გადამგდები ხელისუფლება. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. თუ დღემდე ბიძინა ივანიშვილი ატყუებდა საქართველოს მოქალაქეებს, დღეს მოატყუა და გადააგდო არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო პარტნიორები. ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. 

დღის ამბები