16 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
"ივანიშვილი თავისი მონების ზურგს ამოეფარა" - ირმა ნადირაშვილი

"ბიძინა ივანიშვილმა ისიც ვერ შეძლო პირდაპირ გამოეცხადებინა, რომ თავის დაპირებას ვერ ასრულებს. თავისი მონების ზურგს ამოეფარა და ასე უნდა მას გასვლა," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "კურიერთან" საუბრისას გააკეთა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" შექმნილ სიტუაციას ადეკვატურად ვერ აღიქვამს.

"ქართული ოცნება" მოწყვეტილია რეალობას და ადეკვატურად ვერ აზროვნებენ. ისინი ვერც კი ხვდებიან, ახლა რა პროცესები მიმდინარეობს ქუჩაში და ჰგონიათ, რომ ამ დაპირების გატეხვა იგივეა, რაც დაპირება გატეხო, რომ ყველა სახლში იქნება სოლარიუმი. არ არის ეს ერთი და იგივე პროცესი.

ეს დაპირება, რომ პოლიტიკური სისტემა შეეცვალა, ბიძინა ივანიშვილმა გასცა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თვალები დაკარგეს და აქ სისხლი დაიღვარა. ასე ადამიანების გადაგდება და შემდეგ უტიფრად განცხადება, რომ ჩვენ როგორც გვაწყობს ისე ჩავატაროთ არჩევნები და ჩვენმა ფეოდალებმა ადგილზე ისევ მოიგონ, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ მიიღებს. თავად ბიძინა ივანიშვილის გუნდი უნდა ხვდებოდეს, რომ კრიზისში შეიყვანეს ქვეყანა," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები