09 დეკემბერი 2019,   12:18
ვრცლად
"გერმანული მოდელი არის ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც ვადამდელ პროპორციულ არჩევნებამდე მიგვიყვანს" - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გერმანული მოდელი არის ვადამდელ პროპორციულ არჩევნებამდე მისვლის ყველაზე სწრაფი გზა. ბოკერია არ არის დარწმუნებული, რომ მმართველი გუნდი ამაზე წამოვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია "ივანიშვილის უტიფარი სიცრუის" გამოაშკარავება.

"გზავნილი არის იმაზე, რომ უნდა იყოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ნებისმიერი გზა, რომელიც მიგვიყვანს აქამდე, არის მისაღები მთელი სპექტრისთვის. როცა გვეკითხებიან, სწარაფად როგორ შეიძლება გაკეთდესო, ყველაზე სწრაფი გზა არის 76 ხმით ე.წ. "გერმანული მოდელი", სადაც მაჟორიტარები არსებობენ, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იღებს იმდენ ადგილს, რამდენსაც მიიღებს მთელს ქვეყანაში.

ბუნებრივია, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც მოგვიტანს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, არის მისაღები და გერმანული მოდელი არის ყველაზე სწრაფი გზა ამისთვის. თან, კიდევ უფრო შიშვლდება ივანიშვილის უტიფარი სიცრუე, მაჟორიტარები აუჯანყდნენ თურმე, გაბედული და ძლევამოსილი ხალხი და ვერ შეაგროვა 70-80 ხმა. ახლა სჭირდება 30-35 ხმა, სწარაფად, სამ კვირაში შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი. მე არ ვამბობ, რომ ის ამას იზამს, ეს ყველაფერი ჩაშალა იმისთვის, რომ ეშინია პროპორციული არჩევნების, მაგრამ ჩვენი ამოცანაა დავანახოთ, რომ შეუძლებელია ეს ასე გაუვიდეს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები