19 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
დაძაბული ვითარება "ქართული ოცნების" ოფისთან - დაპირისპირების დროს აქციის მონაწილე დაშავდა  

"ქართული ოცნების" ოფისთან დაძაბული ვითარებაა. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. შეხლა-შემოხლის დროს, აქციის მონაწილე დაშავდა. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.   

შეკრებილები "ქართული ოცნების" ოფისის შენობასთან მიახლოებას ცდილობენ, იქ სადაც ამ წუთებში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. 

ადგილზე ისმის სასტვენების ხმა და განგაშის სიგნალი.

აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" შენობის პიკეტირება სურთ.

დღის ამბები