23 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე დამატებითი კარვების მიტანა იგეგმება 

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ამის შესახებ აქციის  მონაწილეები საუბრობენ.

მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს ხელისუფლება, დაკომპლექტდეს დროებითი მთავრობა და ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით. იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირიდან არ წავლენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ იგეგმება დამატებითი კარვების მიტანა, ასევე გაგრძელდება შეხვედრა ოპოზიციურ სპექტრთან, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელზე იმსჯელებენ. 

“აღარც უნდა მოვუსმინოთ ქართული ოცნების წევრებს, იმიტომ რომ ყველა დაპირება მოგვატყუეს, მათი ნდობა არ შეიძლება და შესაბამისად, დროებითი მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდება, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, როდსის ჩაატაროს პროპორციული არჩევნები. აქცია დღეს გაგრძელდება ჩვეულ რიტმში, დღის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის ერთი ნაწილი გააგრძელებს ოპოზიციურ სპექტრთან კონსულტაციებს ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, მეორე ნაწილი იზრუნებს რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს აქ ხანგრძლივი პროტესტისთვის. დაემატება კარვები აუცილებლად და 7 საათზე ტრადიციულად, ქვეყნის სამსახურში ველოდებით ხალხს“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

 

 

 

დღის ამბები