25 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა  

"ისიც არ იცით, რაზე მიჭერთ, თქვენი...." - ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  ემზარ კვიციანის ძმისშვილმა სასამართლო პროცესზე გინება დაიწყო, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გაიყვანეს. აგრესიული ფონის გამო, მოსამართლემ გადაწყვიტა, პროცესი ბრალდებულის დასწრების გარეშე გაგრძელებულიყო. 

“ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, რომ უკვე უშუალოდ, სასამართლო პროცესზე მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან იმ მოცემულობის გამოვლენა, რაც დაკავშირებულია მის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობასთან. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მწვავედ დგება საკითხი იმისა, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამ ადამიანის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში“ - აცხადებს ბექა კვიციანის ადვოკატი.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, არის რისკი, რომ ბექა კვიციანი დანაშაულებრივ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს. 

ბექა კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, პროცესი დახურა. ემზარ კვიციანის ძმისშვილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.   

 

დღის ამბები