10 დეკემბერი 2019,   09:30
ვრცლად
ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლის თემაზე ჟონგლიორობა არ გაუვა - დავით უსუფაშვილი

კონსულტაციების მორიგი რაუნდი ლეიბორისტების ოფისში. მთავარ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მოქმედი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, დროებითი მთავრობის შექმნა, - ასეთია ოპოზიციის მოთხოვნები. პოლიტიკური პარტიები აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მათი პირობები არ დაკმაყოფილდება.

"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები თითიდან გამოწოვილია.

"ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ის გვითხრა, ე.წ. გერმანული მოდელი კარგია თუ ცუდი. აკმაყოფილებს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს თუ არა. პროპორციულად მანდატების გადანაწილება სამართლიანია თუ არა. ფორმალური არგუმენტი ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი. არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ არის. თუ ესღაა დარჩენილი, წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან გვითხრან და შევხვდებით და დავარწმუნებთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ არის კონსტიტუციასთან.

თუ რამე დეტალები აინტერესებთ, თქვან რა პრობლემა და ჟონგლიორობა ხელისუფლებას ამ თემაზე აღარ გაუვა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დღის ამბები