10 დეკემბერი 2019,   09:44
ვრცლად
ხელისუფლება, რომელმაც გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს, დამარცხდება - ნუგზარ წიკლაური

რუსთაველის გამზირზე, აქცია 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მონაწილეების რიცხვი იმატებს, ადგილზე განთავსებულია კარვები, ასევე კასრებში დანთებულია ცეცხლი. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს ომს გამოუცხადებს, ის აუცილებლად დამარცხდება, ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური.  

"მთავრობას ვურჩევ ერთს, ეს ომის გამოცხადება საკუთარ ხალხთან, საკუთარი ხალხის პერმანენტულად მოტყუებას მიუყვანია ყველა ხელისუფლება კრახამდე. თუ მათ არ სურთ, რომ გაიზიარონ ბედი დიქტატორების, უნდა გადადგან ნაბიჯი საკუთარი ხალხისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ, ვინც გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს, დამარცხდება," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

ადგილზე მივიდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, რომელიც ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" დიდი ფასის გადახდა მოუწევს ხალხის მოტყუებისთვის.

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი უნდა გადაიხადოს ამ მწარე მოტყუებაში, რაც მან გაუკეთა ხალხს. პროპორციული არჩევნები, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმით დაინერგოს, არის ერთადერთი გზა ამ ეტაპზე, რომ საქართველოში დამკვიდრდეს სამართლიანი სისტემა. ხალხის მიერ მიცემულ ხმები აისახოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებში და არა ფულის ტომრებმა ირბინონ იქით-აქეთ," - აცხადებს ანა დოლიძე.

ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი, ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს და საზოგადოებისკენ ნაბიჯი გადადგას.

"ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ ის არ გადადგამს ნაბიჯს საზოგადოების მხარეს და რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში, პროპორციული სისტემა არჩევნების, რომელიც ბევრად უფრო სამართლიანია, ან გერმანული მოდელი, რომელიც დიდ სირთულეს არ წამოადგენს პარლამენტისთვის," - აცხადებს ლაშა ტუღუშმა.

დღის ამბები