10 დეკემბერი 2019,   08:34
ვრცლად
არც გერმანულ მოდელს, არც ბუშმენებისა და არც ტანზანიურ მოდელს ეს ხელისუფლება არ დასთანხმდება - გრიგოლ ვაშაძე

"ნამდვილი, გამჭვირვალე, ობიექტური, პატიოსანი და სხვადასხვა სტანდარტების შესაბამისი არჩევნები კრიმინალურ დაჯგუფებას არ უნდა," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციონერი ლიდერიების შეხვედრის წინ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მოქმედი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, დროებითი მთავრობის შექმნა ის მოთხოვნებია, რის შესრულების შემდეგაც ხელისუფლება პოლიტკური კრიზისიდან გამოვა.

"არც გერმანულ მოდელს, არც ბუშმენებისა და არც ტანზანიურ მოდელს ეს ხელისუფლება არ დასთანხმდება. იმიტომ რომ ნამდვილი, გამჭვირვალე, ობიექტური, პატიოსანი და სხვადასხვა სტანდარტების შესაბამისი არჩევნები კრიმინალურ დაჯგუფებას არ უნდა. ამიტომ მას ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ ნორმალური პროპორციული არჩევნები.

მთავარი არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები და მისი პარტიოსნად ჩატარებისთვის საჭიროა ამ მთავრობის გადადგომა, დროებითი მთავრობის შექმნა და ნორმალიური მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები