10 დეკემბერი 2019,   09:36
ვრცლად
დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად საჭიროა საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა და საკითხის გამწვავება - კაპანაძე

ქართველი ექიმი, რომელიც ოკუპირებულ ზონაში პაციენტის დასახმარებლად ჩავიდა, უკვე ერთი კვირაა ტყვეობაში რჩება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურობისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს  მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკოსების ელემენტარული განცხადებებით მოაგვარებს პრობლემას და არა საერთაშორისო ზეწოლის გაზრდით. საერთაშორისო ზეწოლის გასაზრდელად საჭიროა ყველა პარტნიორის აღნიშნულ საკითხში ჩართვა, საჭიროა ჩვენი ამერიკელი, ევროკავშირელი, ჟენევის თანათავმჯდომარეების ჩართვა, საკითხის სერიოზულად გააქტიურება  და გამწვავება," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტები ე. წ.-ი საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს გუშინ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტები ე. წ.-ი საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს გუშინ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

დღის ამბები