25 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაბრუნებისთვის მთელი ქვეყანა ვიბრძოლებთ - ავთანდილ თალაკვაძე

ოკუპანტების მიერ ე,წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ადამიანთა გადარჩენისთვის ბრძოლა და პროფესიული თავდადება ექიმებისთვის ის უპირველესი ღირებულებებია, რომლებსაც მავთულხლართები ვერასდროს შემოსაზღვრავს. ამას ვერც საოკუპაციო რეჟიმი შეცვლის.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაბრუნებისთვის მთელი ქვეყანა ვიბრძოლებთ და ვიცი, მას ძალიან მალე ამ უდიდესი უსამართლობისგან დავიხსნით!" - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები