20 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
ვიწყებთ პროტესტს, რომელიც უნდა მივიდეს უმაღლეს მწვავე წერტილამდე - მამუკა კაციტაძე

17 ნოემბერს, ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"ხვალ, 17 ნოემბერს, ოპოზიცია, ყველა აბსოლუტურად, საზოგადოებასთან ერთად, ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვიწყებთ პროტესტს, რომელიც უნდა მივიდეს უმაღლეს მწვავე წერტილამდე. ტყუილი არ უნდა ეპატიოს არავის. არ გამიგია, ვერ დავიჯერე და ვერ მივიღებ იმას, რომ კარგი ტყუილი კარგი რამეა," - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე.

"ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

დღის ამბები