09 დეკემბერი 2019,   11:18
ვრცლად
ერი და ბერი გაერთიანებულია, რომ ეს დიდი ტყუილი სამუდამოდ დასრულდეს - გიორგი ვაშაძე

პროტესტი პარლამენტთან და კონსულტაციები "ლეიბორისტების" ოფისში, დღე მესამე - საყოველთაო მობილიზება გადამწყვეტ ფაზაში გადადის. მთავარ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, სამოქმედო გეგმის საბოლოო კონტურები უკვე გამოიკვეთა. ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები სამომავლო ხედვას პარლამენტთან შეკრებილებს სულ მალე გააცნობენ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ხვალ აქციაზე გაჟღერდება.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მოთხოვნებს, როგორ გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს. ყველაფერი გაჟღერდება უშუალოდ აქციაზე. დღეს ჩვენ ამის შესახებ არ გეტყვით. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გვაქვს საკმაოდ მკაფიო გეგმა, მათ შორის, შეთანხმებული ახალგაზრდებთან. ყველა შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ერი და ბერი გაერთიანებულია, რომ ეს დიდი ტყუილი, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები