25 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
სამეგრელოდან თბილისში აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უკვე გამოემგზავრნენ

სამეგრელოდან თბილისში აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მორაობის" წევრები და მხარდამჭერები დილიდან გამოემგზავრნენ.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დედაქალაქისკენ სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით მოდიან.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, მხოლოდ ზუგდიდიდან აქციაზე 600-მდე მოქალაქე გაემგზავრა.

რაც შეეხებათ აქციის მონაწილეებს, მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხის მოტყუებას აპროტესტებენ და აქციებზე ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებამდე იდგებიან.

დღის ამბები