19 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
"თეთრი ხალათების" აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

18 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება.

როგორც მოძრაობის "თავისუფლება ვაჟა ექიმს" ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 18 ნოემბერს 12:00 დაიგეგმა.

"როდის? ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე 
სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) 
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.

დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი," - აღნიშნულია მოძრაობის ინფორმაციაში.

დღის ამბები