სამართალდამცველები სპეციალური აღჭურვილობებით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ასევე პარლამენტის ეზოში, ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.
"კურიერის" ინფორმაციით, საპოლიციო ძალები პარლამენტის B ფლიგელში იმყოფებიან, სადაც სასეიო დარბაზი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტია.
პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და დღეს მედიას შენობაში მუშაობა შეეზღუდება.
ამ დროისთვის პარლამენტში დეპუტატები არ იმყოფებიან.