20 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
"ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველმა თავისუფლებაზე თქვას უარი და შეეგუოს ამ გაწნულ სილას" - გიორგი  მარგველაშვილი

"ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველმა თავისუფლებაზე თქვას უარი და შეეგუოს ამ გაწნულ სილას," - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

მარგველაშვილი აქციას მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად შეუერთდა.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ხელისუფლება ხალხის უფლებებზე მაღლა ვერ დადგება.

"ის შეურაცხყოფა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნა მიყენებული, არის შეურაცხყოფა და მის უკან დგას ჩვენი საარჩევნო უფლების შელახვა და პიკეტირება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ასე მარტივად იქნას გატარებული. გავატარებთ ამას, მერე 29 პროცენტს თუ მიიღებს რომელიმე პარტია, რომელიც მოუნდება ხელისუფლებას და 79 პროცენტს დაუთვლის, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ამ ჟესტით ჩვენთვის იქნა ნათქვამი, რომ თქვენ არავინ არ ხართ, ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ.

მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველმა თავისუფლებაზე თქვას უარი და შეეგუოს ამ გაწნულ სილას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები