19 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ბათუმში აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან კარვებს შლიან

ბათუმში,  მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს, რასაც სამართალდამცავებთან მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

ორგანიზატორები კარვების გაშლას მთავრობის სახლის შესასვლელთან აპირებდნენ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ სამთავრობო დაცვის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგებოდა მათი ქმედება და მოუწოდა კარვები შენობიდან 20 მეტრის დაშორებით განეთავსებინათ.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველების მითითებაზე წინააღმდეგობა გაუწევით. მათ კარვები მთავრობის სახლის მიმდებარედ, ტროტუარზე გაშალეს.

ორგანიზატირები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის სახლთან ღამითაც დარჩებიან, რითაც თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციას სოლიდარობას უცხადებენ.

დღის ამბები