23 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
"მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს" - მამუკა ხაზარაძე

"მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან,  სიურპრიზები არ იყოს," – აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ხაზარაძის შეფასებით, ხელისუფლებამ ხალხს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით არჩევანის უფლება წაართვა.

"მე, ჩემი უზარმაზარი გუნდით, "ლელოელებით", თქვენთან ერთად დავდგები, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. არ დავთმობთ არცერთ ნაბიჯს. პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან,  სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავერი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები