13 დეკემბერი 2019,   06:19
ვრცლად
პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ნატოს დროშები დაამაგრეს

პარლამენტის შენობის შესასვლელ რკინის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ნატოს დროშები დაამაგრეს. ამ ფორმით მათ "ქართული ოცნების" წევრებს პროტესტი გამოუცხადეს.

ცოტა ხნის წინ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ ჭიშკარზე  ბოქლომებიც დაამაგრეს იმის ნიშნად, რომ უმრავლესობის წევრებმა შენობაში შესვლა ვერ შეძლონ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებითვე, ისინი პარლამენტის სრულ პიკეტირებას მოახდენენ და ყველა კარს გარედან ჩაკეტავენ. 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  კარვებიც გაშალეს. 

დღის ამბები